აიღეთ 1/2 კილო ხახვი და დაჭერით წვრილად. დაასხით 400 მლ ზეთი და მოშუშეთ ხახვის კარგად დარბილებამდე (ოღონდ ხახვი არ დაგეწვათ), ამასობაში გაატარეთ (უკეთესია თუ ბლენდერში ათქვიფავთ) 250 გრამი ნიგოზი (შეიძლება თხილიც), დაუმატეთ ამას ხმელი სუნელები (თითო სუფრის კოვზი უცხო სუნელი და ყვითელი ყვავილი და 1/2 კოვზი ქინძი) , 200 გრამი ტომატ-პასტა და 1/2 ლიტრი წყალი, დაასხით 1/2 ჩაის ჭიქა კარგი ღვინის ძმარი და აურიეთ. საბოლოოდ ეს ყველაფერი დაამატეთ მოშუშულ ხახვს და ერთად ცოტა წამოადუღეთ.