ავტორიზაცია
რეგისტრაცია
ავტორიზაცია
რეგისტრაცია
დაამატე ობიექტი

ქალაქი

თბილისი

მთაწმინდა

ვაკე

საბურთალო

დიდგორი

ისანი

სამგორი

ჩუღურეთი

დიდუბე

ნაძალადევი

გლდანი

ძველი თბილისი

კრწანისი

დიღომი

ონი

რუსთავი

ქობულეთი

წყალტუბო

დააგემოვნეთ
ობიექტი
ფასიa
b
გაზიარება

ბადრიჯანი ნიგვზით

კერძის აღწერა

ბადრიჯანი გავრეცხოთ და თავები წავაჭრათ. სიგრძეზე დავჭრათ 0,5 სმ სისქის ფენებად. ჩჰავყაროთ ჯამში, მოვაყაროთ მარილი ფენა-ფენა, გადავაფაროთ რილო და გავაჩეროთ 1 სთ. შემდეგ გავწუროთ რომ სიმწარე გამოუვიდეს და ორივე მხრიდან შევწვათ ზეთში. გავაცივოთ. ხახვი დავჭრათ წვრილად და მოვთუშოთ 2 სუფრის კოვზ ზეითუნის ზეთში. ნიგოზი, ნიორი, მარილი, წითელი დაფქვილი წიწაკა, უცხო სუნელი, ხმელი ქინძი და მოთუშული ხახვი მოვათავსოთ ბლენდერში, ჩავუმატოდ ცოტაოდენი წყალი და დავაბლენდეროთ. ეს მასა დაახლოებით 1 სადილისკოვზის ოდენობის მოვათავსოთ შემწვარ და გაცივებულ ბადრიჯანზე. გადავანაცილოთ თხლად, და დავახვიოთ ან გადავკეცოთ. ჩავდოთ ქვაბში ან კონტეინერში და შევინახოთ მაცივარში. სუფრაზე მიტანის წინ ლანგარზე დავაფინოთ სალათის ფოთლები. ლამაზად დავალაგოთ ბადრიჯნები. ზემოდან მოვრთოთ წვრილად დაჭრილი ხახვით, ოხრახუშის ან ქინძის ერთო ორი ფოთლითა და მოვაპნიოთ ბროწეულის რამოდენიმე მარცვალი.



ინგრედიენტები

2 კგ ბადრიჯანი

250 გრ ხახვი

1 ჩაის ჭიქა ნიგოზი

100 გრ ზეთი

2 კბილი ნიორი

2 ჩაის კოვზი დაფქული ქინძის თესლი

2 ჩაის კოვზი ყვითელი ყვავილი

1 ჩაის კოვზი უცხო სუნელი

1 ჩაის კოვზი ოხრახუში

ღვინის ძმარი

წიწაკა მარილი – გემოვნებით

ბროწეულის მარცვლები , სალათის ფოთლები

გაზიარება
სხვა შეთავაზებები (სულ 330)