ხბოს ნეკნები სიგრძეზე ჩავჭრათ (თითო ნეკნზე) და შევწვათ ზეთიან ტაფაზე. ნეკნები გადავიტანოთ ღრმა ტაფაში. მეგრული აჯიკა წყლით გავათხელოთ (ძალიან თხელი არ უნდა მოგვივიდეს) და მოვასხათ ნეკნებს , შევდგათ ჰაერღუმელში ცოტა ხნით. გარეცხილი, გათლილი კარტოფილი გრძლად დავჭრათ და ზეთში შევწვათ ტაფაზე. აჯიკიანი ნეკნები გადავიტანოთ ქოთნებში. თითო ქოთანში მოვათავსოთ დაახლოებით 6 ცალი. ზემოდან გადავანაწილოთ ჯერ დაჭრილი კარტოფილი,შემდეგ კი კიტრი. მოვაყაროთ ხახვი, ქინძი, წიწაკა.