მაღალ ცეცხლზე ვდგამთ ჩაღრმავებულ ტაფას და ვასხამთ ზეთს. ხბოს გულ-ღვიძლს ვჭრით კუბიკებად, ვყრით ტაფაში და ვურევთ. ხახვს ვჭრით ალყა-ალყა, რამდენიმე წუთში ვყრით გულ-ღვიძლთან ერთად ტაფაში, კარგად ვურევთ და უკვე დაბალ ცეცხლზე ვწვავთ (გულ-ღვიძლის შეწვას, დაახლოებით, 15 წუთი დასჭირდება. როდესაც ხახვი ოქროსფერს მიიღებს, ვამატებთ გატარებულ ნიორს, დაფქულ წიწაკას, ქონდარს და კარგად ვურევთ. ორიოდ წუთში ვამატებთ ცოტა მარილს გემოვნებით, წვრილად დაჭრილ მწვანილს და ერთ წუთში კერძი მზადაა.
შენიშვნა: კერძის მომზადებას მთლიანობაში, დაახლოებით, 25 წუთი დასჭირდება. სურვილისა და გემოვნების მიხედვით, მომზადების ბოლო ეტაპზე კერძში შეგვიძლია ჩავამატოთ მწვანე ტყემალი და თეთრი ღვინო ერთად ან ცალ-ცალკე.