ავტორიზაცია
რეგისტრაცია
ავტორიზაცია
რეგისტრაცია
დაამატე ობიექტი

ქალაქი

დააგემოვნეთ
ობიექტი
ფასიa
b
გაზიარება

ოჯახური ხბოს

კერძის აღწერა

ხორცი, სასურველია შერეული ტიპის იყოს, ძვლიანიც და რბილიც, ზომიერად ცხიმიანი გავახუროთ სქელძირიანი ტაფა და მაღალ ცეცხლზე დავბრაწოთ ხორცის ნაჭრები. ჯერ ცხიმიანი ნაჭრები ჩავყაროთ, შემდეგ კი უცხიმო დავამატოთ. 5-7 წუთის შემდეგ, დაბრაწული ხორცი ცალკე ამოვიღოთ, დარჩენილ ცხიმში კი ალყა-ლაყად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ, გადავიტანოთ ხორცთან, იგივე ტაფაში და დაჭრილი კარტოფილი შევწვათ. სანახევროდ შემწვარ კარტოფილს დავამატოთ ხახვი და ხორცი, იმ წვენიანად, რასაც ხორცი გამოუშვებს. მოვაყაროთ მარილი და პილპილი, კარგად ამოვურიოთ და საშუალოზე ოდნავ დაბალ ცეცხლზე დავასრულოთ მომზადება, თავსახურის გარეშე სუფრასთან მომზადებისთანავე მივიტანოთ, გარნირად ცოცხალი ან დამწნილებული ბოსტნეული, ტყემალი, აჯიკა მოვუდგათ



ინგრედიენტები

  • ხახვი - 500 გ
  • ხბოს ხორცი - 1 კგ
  • კარტოფილი - 1.5 კგ
  • მარილი და პილპილი

გაზიარება
სხვა შეთავაზებები (სულ 103)