ავტორიზაცია
რეგისტრაცია
ავტორიზაცია
რეგისტრაცია
დაამატე ობიექტი

ქალაქი

დააგემოვნეთ
ობიექტი
ფასიa
b
გაზიარება

წითელი ფხალი ნიგვზით

კერძის აღწერა

ჭარხალი გარეცხეთ, მოხარშეთ ოდნავ მარილიან წყალში, გააგრილეთ, გაფრცქვენით, დაჭერით გრძლად და წვრილ ნაჭრებად. ნიგოზი გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანის წვრილ ბადეში, შეურიეთ ნიორი, სუნელები, ძმარი, წიწაკა და მარილი გემოვნებით. წვრილად დაჭერით ხახვი, ქინძი და გაყავით, ნახევარი შეურიეთ ჭარხალს, დაუმატეთ ნიგვზის მასა და მსუბუქად გადაურიეთ. სალათი მოათავსეთ ჭურჭელში და მოაყარეთ დარჩენილი დაჭრილი ქინძი და მწვანე ხახვი.



ინგრედიენტები

  • ჭარხალი 500 გრ.
  • ნიგოზი 100 გრ.
  • ნიორი 2 კბილი
  • ძმარი 1 ჩ.კ.
  • ხმელი ქინძი 5 გრ.
  • უცხო სუნელი 5 გრ.
  • ყვითელი ყვავილი 5 გრ.
  • ცოცხალი ქინძი 20 გრ.
  • მწვანე ხახვი 50 გრ.
  • მარილი და წითელი წიწაკა გემოვნებით

გაზიარება
სხვა შეთავაზებები (სულ 103)