ავტორიზაცია
რეგისტრაცია
ავტორიზაცია
რეგისტრაცია
დაამატე ობიექტი

ქალაქი

დააგემოვნეთ
ობიექტი
ფასიa
b
გაზიარება

შოთის პური

კერძის აღწერა

დიდ თასში ჩაყარეთ 2 კგ ფქვილი. ფქვილში ხელით გააკეთეთ ღრმული და შიგ ჩაასხით 1 ლ. თბილი წყალი. დაუამტეთ საფუარი და მარილი. ნაპირებიდან ფქვილი ნელ-ნელა შეურიეთ წყალს და მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი. ცომს თავზე გადააფარეთ ჯერ ცელოფანი, შემდეგ - თბილი ნაჭერი და ასაფუვებლად დადგით თბილ ადგილას. სანამ ცომი აფუვდება, თონეში ჩაყარეთ შეშა, წალამი ან ფიჩხი. მოუკიდეთ ცეცხლი და გაახურეთ თონე. ამოფუებული ცომი ჩაზილეთ ფქვილიანი ხელებით და დადგით კიდევ 10-15 წთ. გამოცხობის წინ ამოიღეთ სასურველი ზომის გუნდები (300-500), გააბრტყელეთ თითოეული გუნდა, მიეცით მოგრძო ფორმა და ჩააკარით გახურებულ თონეში. პური რომ შეწითლდება, ამოიღეთ თონიდან სპეციალური შამფურით.



ინგრედიენტები

  • 2 კგ ფქვილი
  • 700 მლ თბილი წყალი
  • 20 გრ საფუარი
  • 30-40 გრ მარილი

გაზიარება
სხვა შეთავაზებები (სულ 103)