ავტორიზაცია
რეგისტრაცია
ავტორიზაცია
რეგისტრაცია
დაამატე ობიექტი

ქალაქი

დააგემოვნეთ
ობიექტი
ფასიa
b
გაზიარება

ხაჭაპური ლორით

კერძის აღწერა

კვერცხი გავთქვიფოთ, დავასხათ თბილი წყალი, დავამატოთ ძმარი, ზეთი და მოვზილოთ მაგარი ცომი. 400 გრამი მარგარინი გავყოთ სამ ნაწილად. ცომი კარგად გავაბრტყელოთ და ხელით წავუსვათ მარგარინის მესამედი ნაწილი, დავკეცოთ კონვერტისებურად და შევდგათ მაცივარში 30-40 წუთი.

2 შემდეგ ამოვიღოთ, კარგად გავაბრტყელოთ და წავუსვათ მარგარინის მეორე ნაწილი, გადავკეცოთ და კიდე შევდგათ იმავე დროით მაცივარში. ეს ოპერაცია გავიმეოროთ მესამეთაც. ასეთი ცომი შეიძლება შევინახოთ მაცივარში 2-3 დღე და როცა გვინდა, მაშინ გამოვაცხოთ.

3 მომზადებული ფენოვანი ცომი გავაბრტყელოთ თუნუქის ფურცელზე, დავადოთ ყველის გულსართი და დავაწყოთ ლორი, ზემოდან დავადოთ გაბრტყელებული მეორე ცომი, ნაპირები შევუკრათ, ზწმოდან წავუსვათ რძეში ან წყალში გახსნილი კვერცხის გული და შევდგათ კარგად გაცხელებულ აირღუმელში გამოსაცხობად. შუა ცხობის დროს ცეცხლს სიძლიერე მოვუკლოთ.



ინგრედიენტები

  • კვერცხი - 4 ცალი
  • წყალი - 1 ჩაის ჭიქა
  • ძმარი - 3 სუფრის კოვზი
  • ზეთი - 3 სუფრის კოვზი
  • ფქვილი - 3 ჩაის ჭიქა
  • მარგარინი - 400 გრამი
  • ყველი - 1 კილო

გაზიარება
სხვა შეთავაზებები (სულ 103)