რძე დადგით დაბალ ცეცხლზე. თბილ რძეში ჩაყარეთ სულგუნის წვრილად დაჭრილი ნაჭრები და მუდმივად ურიეთ ხის კოვზით. როგორც კი ყველი გახდება წელვადი, მაშინვე ამოიღეთ, გააბრტყელეთ ხელით და ეცადეთ მისცეთ ოთხკუთხედი ფორმა. გაბრტყელებული ყველის ფირფიტის მთელ ზედაპირს გადაუსვით წვრილად დაჭრილი ან დანაყული პიტნის, წიწაკის და მარილის ნაზავი. გადაახვიეთ რულეტად. შეამზადეთ და მოათავსეთ მარილიან წყალში ( 0.5 ლ წყალზე 3 ს.კ მარილი). ცალკე მოამზადეთ გებჟალიის სოუსი. ამისათვის აიღეთ 100 გრ. რძე, რომელშიც მომზადდა ყველი, დაუმატეთ არაჟანი და ნადუღი, ყველაფერი ეს დააბლენდერეთ. სოუსს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ან დანაყული პიტნა, წიწაკა და მარილი. გებჟალიის რულეტი დაჭერით ნაჭრებად და მოათავსეთ მომზადებულ სოუსში.