კარტოფილი გავთალოთ, დავჭრათ და მოვხარშოთ. გადავწუროთ და გავაგრილოთ. ამასობაში, ზეთში მოვთუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი. ხახვი უნდა გახდეს გამჭვირვალე და ოდნავ გავარდისფრდეს. დავამატოთ ხახვი კარტოფილს, ასევე დავამატოთ მარილი და შავი წიწაკა და დავსრისოთ. მოზრდილ ჯამში ჩავყაროთ ფქვილი, დავამატოთ მარილი. მაწონში გავხსნათ სოდა და ჩავასხათ ფქვილში. მოვზილოთ ცომი (ფქვლი შეაძლოა ცოტა მეტი დაგვჭირდეს, დამოკიდბულია ხარისხზე). ცომი გავყოთ ორ ნაწილად, თითოეული დავყოთ პატარა ბურთულებად. ეს ბურთულები გავაბრტყელოთ, დავადოთ ზევიდან თითო სუფრის კოვზი კარტოფილი და მოვუკრათ პირი ღვეზელებს. ღვეზელი შევწვათ ორივე მხრიდან საშუალო ცეცხლზე, ზეთიან ტაფაზე.