დავჭრათ ხახვი, ცხელ ტაფაზე დავასხათ მცირეოდენი ზეთი და დავაყაროთ დაჭრილი ხახვი, მოვთუშოთ 2-3 წუთის განმავლობაში. დავამატოთ ორი კბილი წვრილად დაჭრილი ან დაჭყლეტილი ნიორი და ვურიოთ ორი წუთის განმავლობაში. შემდეგ დავამატოთ 500 გრ. გატარებული ხორცი და ისიც ხახვთან და ნიორთან ერთად 5-7 წუთის განმავლობაში მოვთუშოთ. დავამატოთ ორი დაჭრილი პომიდორი, ავურიოთ და კიდევ დავამატოთ ორი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი, ორი სუფრის კოვზი უშტესირის სოუსი და 2 ჩაის კოვზი ორეგანო. 3-4 წუთის განმავლობაში ვურიოთ ქვაბში არსებული პასტის სოუსი, რომ კარგად მოითუშოს. პარალელურად მოვხარშოთ მაკარონი (სპაგეტი). კარგად მოხარშული სპაგეტი მოვათავსოთ თეფშზე და მოვასხათ პასტა სოუსი. შეგიძლიათ მომზადებულ კერძს მოაყაროთ გახეხილი ყველი პარმეზანი.