ღომი სიმინდის ღერღილისგან მომზადებული კერძია, რომელიც დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას პურის მაგივრობას უწევს. მას მიირთმევენ ბაჟესთან, ხარჩოსთან, საცივთან, შემწვარ თევზსა და ხორცთან ერთად.
საჭირო ჭურჭელი:
ღერღილი კარგად გარეცხეთ, სასურველია გამდინარე წყალში. გარეცხილი ღერღილი ქვაბში ჩაყარეთ და იმდენი წყალი დაასხით, რომ კარგად დაფაროს. წყლის ზედაპირზე მოქცეული ღერღილი მოაცილეთ. ცეცხლს დაუწიეთ და ხარშვა გააგრძელეთ. ღომის მოხარშვას დაახლოებით 45 წუთი სჭირდება. მზა ღომს ფაფუკი კონსისტენცია უნდა ჰქონდეს. თუ გამაგრდა, ცოტა მდუღარე წყალი შეურიეთ და აზილეთ. ღომი შეგიძლიათ პიტნაში არეულ ყველთან, ფუჩხოლიასთან ერთად მიირთვათ.
600 გრ. ყველი დაფხვენით, მარილთან ერთად დანაყილი პიტნა შეურიეთ და პატარა გუნდები გააკეთეთ. ღომში ჩადეთ და პიტნის ნორჩი ფოთლებით მორთეთ. ქვაბი ცეცხლზე დადგით და საშუალო ტემპერატურაზე ხარშეთ. ღომი დიდხანს უნდა იხარშოს. როცა ერთიანი სქელი მასა გახდება, სიმინდის ფქვილით ჩაზილეთ. მზა ღომი სველი ჩოგნით თეფშზე ამოიღეთ, ყველი ჩააწყვეთ და სუფარასთან ისე მიიტანეთ.
სიმინდის ფქვილის ნაცვლად ღომის ინგრედიენტებია: სიმინდის ღერღილი და სიმინდის ფქვილი, რომელიც კერძს ხარშვის დროს ემატება. თუ სიმინდის ფქვილი არ გაქვთ, ის შეგიძლიათ მანანის ბურღულით ჩაანაცვლოთ. 300 გრ. სიმინდის ფქვილის მაგივრად გამოიყენეთ 150 გრ. მანანის ბურღული.