გულსართი: 1 კილო დარჩეული და გარეცხილი წითელი ლობიო წინასწარ ჩაალბეთ ცხელ წყალში - დილით მალე მოიხარშება. როცა დაადგამთ, 1 საათში მზადაა. ქვაბში ჩააყოლეთ 3-4 დაფნის ფოთოლი. 4-5 თავი ხახვი და 3 კბილი ნიორი ძალიან წვრილად დაჭერით. მერე ზეთში მოთუშეთ. მოხარშული ლობიო ხორცსაკეპში გაატარეთ, ან კარგად დაჭყლიტეთ, ლობიოს, ნაზი ფაფა რომ მიიღოთ. დაუმატეთ მოთუშული ხახვი, მარილი, შავი პილპილი, სულ ცოტა ხმელი ქონდარი და სულ ცოტა დაფქული მუსკატის კაკალი. კარგად შეაზავეთ.
ცომი: 2 ჭიქა თბილი წყალი ჩაუვით ჯამში, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი შაქარი, მარილი, 1.5 სუფრის კოვზი მშრალი საფუარი. მოურიეთ. წყალი და ფქვილი დამატებით შეაზილეთ. ასევე 1 პატარა ჭიქა ზეთი. სულ 2 კილო ფქვილი და წყალი იმდენი, რომ ეს ფქვილი ბოლომდე აითვისოთ. მოზილეთ, ხელი ზეთში დაისველეთ ხოლმე. თითებზე აღარ უნდა მიგეკროთ. დაასვენეთ თბილ ადგილას. 1-2 საათში ცომი მზადაა. ზეთიანი ხელით გადაზილეთ. დაყავით სასურველ ზომებად და გამოაცხეთ.