ხორცი დაჭერით მსხვილ ნაჭრებად, დაასხით წყალი და დადგით მოსახარშად. ხარშვის დროს მოხადეთ ქაფი, დაამატეთ მთელ-მთელი ხახვის თავები, წიწაკა, დაფნა,მწვანილი. ხორცს ხარშვის დამთავრების წინ ჩაამატეთ მარილი. სუფრაზე მისატანად ამოიღეთ წვენიდან, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.
2 კგ ძვლიანი ხორცი ( ძროხა, ხვო, ციკანი, ბატკანი)
2-3 თავი ხახვი
1-2 ც წითელი წიწაკა
2-3 ღერი ოხრახუში და ნიახური
2 ფოთოლი დაფნა
მარილი