ავტორიზაცია
რეგისტრაცია
ავტორიზაცია
რეგისტრაცია
დაამატე ობიექტი

ქალაქი

დააგემოვნეთ
ობიექტი
ფასიa
b
გაზიარება

აჩმა

კერძის აღწერა

მოვზილოთ ცომი: ავთქვიფოთ 5 კვერცხი,დავამატოთ მაწონი, მარილი, ფქვილი და კარგად ავზილოთ. ცომი უნდა იყოს წელვადი.

ცომი გავყოთ 7-9 ნაწილად, 2 ნაწილი უნდა იყოს დანარჩენზე დიდი. ეს არის პირველი და ბოლო ფენა. დანარჩენი ნაწილები შიდა ფენებია. დიდი ნაწილები არ იხარშება.

ყველი გავხეხოთ და დავამატოთ მარილი. კარაქი გავადნოთ და გავაჩეროთ გამდნარი. დიდ ქვაბში ავადუღოთ მარილიანი წყალი. აჩმის პირველი ფენა, რომელიც დიდია, გავაბრტყელოთ და გავანაწილოთ ფორმაზე ისე რომ ბოლოები გადმოდიოდეს 1-2 სანტიმეტრით. ცომს კარგად წავუსვათ კარაქი. აჩმის მეორე ფენა გავაბრტყელოთ მაქსიმალურად თხლად. ფრთხილად ჩავდოთ ის ადუღებული წყლით სავსე ქვაბში, ისე რომ არ მიიკროს. ვხარშოთ 10-15 წამი. ფრთხილად ამოვიღოთ ცომი დრუშლაკში. ცომი გავავლოთ ონკანის წყალში. დავაცადოთ სანამ გაიწურება და დავადოთ პირველ ფენას, რომელიც დევს ფორმაზე და კარგად წავუსვათ კარაქი. ამის შემდეგ კარაქით წასმულ ფენაზე დავადოთ ყველის ნაწილი. ყველა ფენა გავიმეოროთ ისე როგორ მეორე ფენა, გარდა ბოლო ფენისა. თუ ცომი ცოტათი გაიხევა არაუშავს, მთავარია არ გაიხეს პირველი და ბოლო ფენა. ბოლოს წინა ფენაზე ყველს არ ვდებთ. ბოლო ფენა ისე მოვამზადოთ როგორ პირველი - გავაბრტყელოთ. ამ ფენით დავაფაროთ აჩმა და ბოლოები ამოვუდოთ პირველ ფენას, რომ ყველი არ გადმოვიდეს. ხელებით ფრთხილად დავტკეპნოთ აჩმა. წავუსვათ კარაქი და შევინახოთ მაცივარში. მეორე დღეს გამოცხობის წინ, აჩმა უნდა დავჭრათ ნაჭრებად და ჩავდგათ ღუმელში. ვაცხობთ 1 საათის განმავლობაში. აჩმა უნდა შეწითლდეს.



ინგრედიენტები

  • კვერცხი - 5 ცალი
  • მაწონი - 300 მლ
  • მარილი - მწიკვი
  • ფქვილი - 1 კგ (დაახლოებით)
  • ყვ ელი - 1.5 კგ
  • კარაქი - 450 გრ ( ფენების წასასმელად)

გაზიარება
სხვა შეთავაზებები (სულ 103)