ავტორიზაცია
რეგისტრაცია
ავტორიზაცია
რეგისტრაცია
დაამატე ობიექტი

ქალაქი

დააგემოვნეთ
ობიექტი
ფასიa
b
გაზიარება

ცეზარი

კერძის აღწერა

არსებობს მრავალი რეცეპტი ყველასათვის საყვარელი სალათა ცეზარის მოსამზადებლად. წარმოგიდგენთ მათგან საუკეთესოს თქვენი საყვარელი სალათის მარტივად მოსამზადებლად. სალათა ცეზარი ქათმის ფილეთი მზადდება 45 წუთში და გამოდის 4 ულუფა. გააცხელეთ ღუმელი 190 C გრადუსზე. დაჭერით პური კუბიკებად და მოათავსეთ საცხობ ლანგარზე. მოასხურეთ 2 სუფრის კოვზი ზეთი, მოაყარეთ მარილი და წიწაკა. ლანგარი აქეთ-იქით გააქნიეთ, რომ მასზე ყველაფერი თანაბრად გადანაწილდეს. შედგით ღუმელში და აცხვეთ 12-15 წუთის განმავლობაში. დროგამოშვებით შეანჯღრიეთ, რომ პური არ დაიწვას. გამოცხობის შემდეგ გამოიღეთ და გააცივეთ. ამასობაში დადგით ტაფა მაღალ ცეცხლზე და მოასხით დარჩენილი 1 სუფრის კოვზი ზეთი. შეკაზმეთ ქათამი მარილით, წიწაკით და შეწვით ორივე მხრიდან(შეგიძლიათ ჯერ მოხარშოთ და შემდეგ მსუბუქად შებრაწოთ). გადმოიღეთ და გააცივეთ. გარეცხეთ სალათის ფურცლები, გაამშრალეთ და ხელით დააქუცმაცეთ ჯვარისებურად. დააბლენდერეთ ახლადგამოწურული ლიმონის წვენი, მაიონეზი, ყველი, ნიორი და ანჩოუსის ფილე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაჭერით ქათმის ხორცი ზოლებად. ნაზად შეურიეთ სალათის ფოთლები და გამომცხვარი პური. მოასხით სოუსი და მიირთვით გემრიელად!



ინგრედიენტები

 

  • 115 გრამი პური(სასურველია ბრუსკეტა)
  • 3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • 4 ცალი ქათმის ფილე
  • 2-3 კონა სალათის ფურცლები
  • 1/4 ჭიქა ლიმონის წვენი(დაგჭირდებათ 2 ლიმონი)
  • 1/4 ჭიქა მაიონეზი
  • 1/4 ჭიქა გახეხილი ყველი პარმეზანი
  • 2 ანჩოუსის ფილე
  • 1 კბილი ნიორი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

 

გაზიარება
სხვა შეთავაზებები (სულ 103)