ავტორიზაცია
რეგისტრაცია
ავტორიზაცია
რეგისტრაცია
დაამატე ობიექტი

ქალაქი

დააგემოვნეთ
ობიექტი
ფასიa
b
გაზიარება

წიწილა არაჟნით

კერძის აღწერა

ქათამი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად. წვრილად დაჭერით ხახვი და სოკო. გაადნეთ კარაქი ფართო ტაფაზე, დაუმატეთ ზეთი, ძმარი და ჩააწყვეთ ქათმის ნაჭრები. შეწვით ორივე მხრიდან მაღალ ცეცხლზე 10-12 წუთის განმავლობაში (7 წთ ერთ მხარეს, 5 წთ – მეორე მხარეს). შემწვარ ქათამს დაუმატეთ დაჭრილი ხახვი და სოკოდა ამოურიეთ, შეამცირეთ ტემპერატურა მინიმუმამდე და მოშუშეთ – 30-35 წუთი საკმარისია. არაჟანში ნელ-ნელა შეურიეთ 200 მლ თბილი წყალი, დასრესილი ნიორი, ყვითელი ყვავილი, წიწაკა, მარილი და ათქვიფეთ. მიღებული ნაზავი დაასხით ქათმის ნაჭრებს და წამოადუღეთ. ბოლოს მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში და გემრიელად მიირთვით!



ინგრედიენტები

  • 1 კგ ქათამი
  • 2 თავი ხახვი
  • 300 გ ქამა სოკო
  • 4 კბ ნიორი
  • 50 გ კარაქი
  • 3 ს.კ. ზეთი
  • 300 გ არაჟანი
  • 5-6 ღერი ოხრახუში
  • მარილი
  • პილპილი
  • 1/2  ჩ.კ. ყვითელი ყვავილი
  • 2 ს.კ. თეთრი ღვინის ძმარი

გაზიარება
სხვა შეთავაზებები (სულ 103)