ავტორიზაცია
რეგისტრაცია
ავტორიზაცია
რეგისტრაცია
დაამატე ობიექტი

ქალაქი

დააგემოვნეთ
ობიექტი
ფასიa
b
გაზიარება

ხბოს ოსტრი

კერძის აღწერა

დაჭერით ხორცი პატარა კუბებად. გაახურეთ ტაფა, დაყარეთ ხორცი, დაამატეთ დაფნა, დაახურეთ თავზე და თუშეთ. თუ წყალს ჩაიშრობს, მაგრამ ხორცი მაგარია, დაამატეთ ცოტა წყალი. როცა თითქმის მზად იქნება ხორცი - გადაუწურეთ ზედმეტი წყალი, ეს სითხე შეინახეთ რაიმე ჯამში. ხორცს კი დააყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი (ცოტა გადაინახეთ), დაამატეთ ცხიმიც და მობრაწეთ; ამასობაში, პამიდორს გააცალეთ კანი და დააქუცმაცეთ. სიმარტივის გამო, შეგიძლიათ ქილაში შენახული პამიდვრები გამოიყენოთ. როცა ხორცი შეიბრაწება - დაასხით პამიდორი და თუშეთ 3-4 წუთი. დაამატეთ გადანახული სითხეც. შეკმაზეთ მარილით, ხმელი ქინძით და წიწაკით. შუშეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე. სულ ბოლოს, როცა ხორცი უკვე დარბილებულია, გამორთეთ ცეცხლი. მოაყარეთ დაჭყლეტილი ნიორი და მწვანილი.



ინგრედიენტები

  • საქონლის ხორცი - 1 კგ
  • ხახვი - 3 თავი
  • პამიდორი - 600 გ
  • ნიორი - 5 კბილი
  • ოხრახუში - 1 კონა
  • ქინძი - 1 კონა
  • დაფნის ფოთოლი
  • მარილი
  • წითელი წიწაკა, დაფქული

გაზიარება
სხვა შეთავაზებები (სულ 103)