ავტორიზაცია
რეგისტრაცია
ავტორიზაცია
რეგისტრაცია
დაამატე ობიექტი

ქალაქი

დააგემოვნეთ
ობიექტი
ფასიa
b
გაზიარება

ენა მოხარშული

კერძის აღწერა

ყველაზე მთავარი ენის მომზადებაში არის - მისი მოხარშვა. ენის მოხარშვის დრო: ხბოს ენის მოხარშვის დრო - 1-1,5 საათი; ძროხის ანის მოხარშვის დრო - 2,5-3 საათი; ღორის ენის მოხარშვის დრო - 2-2,5 საათი; გავრეცხოთ ენა, ჩავდოთ ქვაბში და დავასხათ ცივი წყალი. დავდგათ ცეცხლზე და ავადუღოთ. როცა დაიწყებს დუღილს მოვაშოროთ ქაფი. ადუღების შემდე განვაგრძოთ ენის მოხარშვა დაბალ ცეცხლზე 1 საათი. ამის შემდეგ ჩავყაროთ ქვაბში 1 თავი ხახვი, სტაფილო, ოხრახუში და გავაგრძელოთ ხარშვა 45 წუთის განმავლობაში. დავამატოთ მარილი, დაფნის ფოთოლი და წიწაკა. ვხარშოთ კიდევ 15-20 წუთი. თუ ენა მზად არ იქნება, ეს შეგვიძლია მოვსინჯოთ ჩანგლით, მაშინ ვხარშოთ კიდევ 20 წუთი. ამოვიღოთ ენა და ჩავდოთ ცივ წყალში. გავაჩეროთ 2 წუთი და მაშინათვე მოვაცალოთ კანი. კანი ადვილად ცილდება. ამის შემდეგ გავაციოთ ენა და დავჭრათ ნაჭრებად. მივირთვათ მდოგვთან ერთად.



ინგრედიენტები

  • ძროხის ენა - 1200 გრ
  • ხახვი - 1 თავი
  • დაფნის ფოთოლი - 2 ცალი
  • სტაფილო - 60 გრ
  • მარილი - გემოვნებით
  • წიწაკა (შავი) - 4 ცალი
  • ოხრახუში - 1 კონა

გაზიარება
სხვა შეთავაზებები (სულ 103)