ავტორიზაცია
რეგისტრაცია
ავტორიზაცია
რეგისტრაცია
დაამატე ობიექტი

ქალაქი

დააგემოვნეთ
ობიექტი
ფასიa
b
გაზიარება

არაბიატა

კერძის აღწერა

მოხარშეთ მაკარონი ჩვეულებრივი წესით, გადაწურეთ. სანამ მაკარონი იხარშება მოამზადეთ სოუსი: ტაფაზე მოასხით ზეითუნის ზეთი, დაყარეთ წვრილად დაჭრილი ნიორი და წიწაკა და მოამზადეთ საშუალოზე მაღალ ცეცხლზე სულ რამოდენიმე წუთი. ნიორი ოდნავ უნდა გავარდისფრდეს, არ დაიწვას! ამის შემდეგ მოასხით კონსერვირებული პომიდორი და თუშეთ დაახლოებით 20 წუთი, თან ურიეთ ხის კოვზით. დაუმატეთ მარილი. როცა სოუსი მომზადდება, დაუმატეთ პასტა და კარგად ამოურიეთ. მოამზადეთ კიდე დაახლოებით ნახევარი წუთი. გადმოიღეთ თეფშზე. კლასიკურ რეცეპტში ამ პასტას არ სჭირდება ყველი, მაგრამ თუ სურვილი გექნებათ, მირთმევის წინ მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი (ან მაგარი თავი ჩვეულებრივი ან შებოლილი სულგუნი). ასევე, უხედება ცოცხალი ბაზილიკი. გემრიელად მიირთვით!



ინგრედიენტები

  • 500 გრ პასტა პენე 
  • 800 გრ კონსერვირებული პომიდორი 
  • 2-3 კბილი ნიორი
  • 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • ნახევარი ჩ. კ. დაფქული წითელი ცხარე წიწაკა ან
  • 1 ცალი ცოცხალი მწარე წიწაკა
  • გემოვნებით მარილი.

გაზიარება
სხვა შეთავაზებები (სულ 103)