პენე მოვხარშოთ ცალკე ქვაბში და გადავწუროთ. ცალკე ტაფაში მოვათავსოთ კარაქი და ნაღები, როდესაც კარაქი დადნება, თანმიმდევრობით დავუმატოთ სხვადასხვა სახეობის ყველი. გვედგეს დაბალ ცეცხლზე იმისათვის რომ ყველი კარგად დადნეს. დავუმატოთ მომზადებული პასტა და კარგად ამოვურიოთ. შეგვიძლია გავაფორმოთ გახეხილი პარმეზანით და ოხრახუშით. გემრიელად მიირთვით