ავტორიზაცია
რეგისტრაცია
ავტორიზაცია
რეგისტრაცია
დაამატე ობიექტი

ქალაქი

დააგემოვნეთ
ობიექტი
ფასიa
b
გაზიარება

პიცა პეპერონი

კერძის აღწერა

მოცარელა დაჭერით პატარა ნაჭრებად. ძეხვი თხელ რგოლებად. შეურიეთ ერთმანეთში: ფქვილი, საფუარი და მარილი. დაუმატეთ ზეითუნის ზეთი და 100 მლ თბილი წყალი. მოზილეთ ნაზი ცომი, 5 წთ, მიეცით ბურთისფორმა. ჩადეთ ზეითუნის ზეთწასმულ ჯამში, დააფარეთ ცელოფანი და შედგით მაცივარში 30 წთ. მოამზადეთ სოუსი. მოხრაკეთ ხახვი ტაფაზე , დაუმატეთ ნიორი, ორეგანო, ტომატის პიურე და გააჩერეთ 3 წთ. ქილიდან ამოიღეთ პომიდორები, დააყარეთ შაქარი, მიიყვანეთ ადუღებამდე და გააჩერეთ ცეცხლზე 15 წთ, გასქელებამდე. უქენით მარილი და გადმოდგით ცეცხლიდან. გააბრტყელეთ ცომი 30 სმ დიამეტრზე. დადეთ ფქვილმოყრილ საცხობ სინზე. აცხვეთ გრილზე 2 წთ, ორივე მხრიდან. გამოიღეთ და წაუსვით სოუსი. დაალაგეთ მოცარელას ნაჭრები და პეპერონი. შედეთ გრილში 8-10 წთ, რომ ყველი გადნეს.



ინგრედიენტები

  • ფქვილი 125 გრ
  • საფუარი 0.5 (სწრაფადმოქმედი)
  • ზეითუნის ზეთი 1 ს/კ
  • ყველი მოცარელა 125 გრ
  • ძეხვი პეპერონი 70 გრ

სოუსისთვის:

  • დაჭრილი ხახვი 0,5 ცალი
  • ნიორი 1 კბ
  • კონსერვირებული პომიდორი 400 გრ
  • ორეგანო 2 ჩ/კ
  • ტომატის პიურე 2 ს/კ
  • ზეითუნის ზეთი 1 ს/კ
  • შაქარი 1 ჩ/კ
  • მარილი გემოვნებით

გაზიარება
სხვა შეთავაზებები (სულ 103)