ავტორიზაცია
რეგისტრაცია
ავტორიზაცია
რეგისტრაცია
დაამატე ობიექტი

ქალაქი

დააგემოვნეთ
ობიექტი
ფასიa
b
გაზიარება

ისპანახი ნიგვზით

კერძის აღწერა

ისპანახის ფოთლებს მოაჭერით ბოლოები და კარგად გარეცხეთ. აადუღეთ ქვაბით წყალი და გარეცხილი ისპანახის ფოთლები მოთუთქეთ ადუღებულ წყალში. მოთუთქული ისპანახის ფოთლები გააგრილეთ, კარგად გაწურეთ და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ნიგოზთან, ნიორთან და ცოცხალ ქინძთან ერთად. მიღებულ მასას მოაყარეთ უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, დაღერღილი წიწაკა, მარილი, სურვილისამებრ მოასხით ძმარი და კარგად შეურიეთ ერთმანეთს. სუფრაზე მიტანის წინ სალათს შეგიძლიათ მისცეთ თქვენთვის სასურველი ფორმა და გააფორმოთ მწვანილითა და ბროწეულის მარცვლებით.



ინგრედიენტები

  • ნიგოზი – 500 გ
  • ისპანახი – 2 კგ
  • ნიორი – 1 თავი
  • ქინძი – 200 გ
  • უცხო სუნელი – 1 ჩ.კ
  • ხმელი ქინძი – 1 ჩ.კ
  • დაღერღილი წიწაკა – 1/2 ჩ.კ
  • მარილი – გემოვნებით
  • ძმარი – სურვილისამებრ (1/2 ჩ.კ)
  • ბროწეული – 1 ც

გაზიარება
სხვა შეთავაზებები (სულ 103)