პრესი
ტაბაკა ქათმის შეწვის აუცილებელი პირობა - მომზადებისას წიწილა იმყოფებოდეს პრესის ქვეშ. ამის გარეშე ჩვეულებრივად შემწვარ ქათამს მიიღებთ და არა ტაბაკას. თუკი არ გაქვთ სპეციალური ტაფა, გამოიყენეთ როდინის ქვა ან წყლით სავსე ქვაბი.
წიწილა
თანამედროვე ინტერპრეტაციით წიწილას ნაცვლად ხშირად ქათამს წვავენ. ტრადიციულად კი ტაბაკა წიწილისთვის პატარა მამალი გამოიყენებოდა. თუმცა, გასათვილისწინებელია, რომ ტაბაკად შემწვარი ქათმის წონა არ უნდა აღემატებოდეს 500 გ-ს.
დაბეგვა
წიწილას ჩაქუჩით არ ბეგვავენ. მას ოდნავ აბრტყელებენ, რათა დაიმტვრეს მალის ძვლები. სურვილისამებრ ძლებს აცლიან კიდეც.
სანელებლები
ტრადიციულად ტაბაკა წიწილას სანლებლების გარეშე წვავდნენ. მხოლოდ და მხოლოდ მარილსა და პილპილს უმატებდნენ შეწვამდე 15-20 წუთით ადრე. ნივრის, ლიმონისა და სხვადასხვა სანელებლებისგან მომზადებული სოუსი შემწვარ ქათამთან ერთად სუფრაზე ცალკე მიაქვთ.
ცხიმი
წიწილა ტაბაკა მხოლოდ და მხოლოდ კარაქში ან ერბოში იწვება. შესაწვავად საკმარისია 30-40 გ ცხიმი.
შეწვა
ტაფაზე წიწილას ზურგით დაბლა დებენ. ზემოდან აფარებენ თავსახურს ან სიმძიმეს და წვავენ 15-20 წუთის განმავლობაში საშუალო ცეცხლზე. ჯერ ერთი მხრიდან, შემდეგ კი გადმოაბრუნებენ, კვლავ დაადებენ სიმძმეს და დააფარებენ თავსახურს და წვავენ 15-20 წუთის განმავლობაში.