წვრილად დაჭერით ქამა სოკო, ხახვი და ქინძი. ხახვი მოშუშეთ კარაქში, დაამატეთ სოკო. შემდეგ დაამატეთ ნიორი, მარილი, პილპილი. სოკოს მიერ გამოშვებული წვენი ბოლომდე არ დააშროთ, რათა ხინკალი წვნიანი გამოვიდეს. ცომი გააბრტყელეთ და ამოჭერით როგორც ტრადიციული ხინკლის შემთხვევაში. ჩაუდეთ გულსართი და მოხარშეთ მარილიან მდუღარე წყალში, სანამ ზემოთ არ ამოტივტივდება