ღორის ნაწლავი შიდა და გარე მხრიდან ამოგანგლეთ მარილსა და მჭადის ფქვილში და კარგად გარეცხეთ. შიგნეულობა გარეცხეთ და მოხარშეთ. მოხარშული შიგნეულობა დაჭერით წვრილად და შეაზავეთ სუნელებით, წიწაკით, მარილითა და ბროწეულის მარცვლებით. ძაბრზე წამოაგეთ ნაწლავი და ნელ-ნელა შეავსეთ დაჭრილი და შენელებული შიგნეულობით. მზა კუპატი მოღუნეთ, მოუკარით თავი ძაფით და ორივე მხრიდან შეწვით დაბალ ცეცხლზე თავდახურულ ტაფაზე.