შავი ჩაის დაყენებისას გახსოვდეთ:
1. ნაყენს უნდა დაასხათ 100 გრადუსამდე ადუღებული წყალი. გააჩერეთ ჩაიდანში 2-3 წუთით და შემდეგ დაასხით ფინჯანში. გახსოვდეთ, რომ რაც უფრო დიდხანს დააყენებთ ჩაის, უფრო მწარე გემოს მისცემს მას ფოთოლი.
2. არ არის რეკომენდებული ნაყენის ხელმეორედ გამოყენება (გაციების შემდგომ), რადგან ჩაი ამ დროს კარგავს გემოვნურ თვისებებს.
3. არასოდეს მოამზადოთ შავი ჩაი გაგრილებული წყლით- ამ დროს ფოთოლი ვერ იშლება სათანადოდ და შესაბამისად, ვერც სასურველ გემოსა და არომატს მიიღებთ.