ავტორიზაცია
რეგისტრაცია
ავტორიზაცია
რეგისტრაცია
დაამატე ობიექტი

ქალაქი

დააგემოვნეთ
ობიექტი
ფასიa
b
გაზიარება

სოკოს კრემ-სუპი

კერძის აღწერა

სოკოს და ხახვს ვჭრით მსხვილად, ღრმა ტაფაში ვყრით, ვასხამთ ცოტა ზეთს და მაღალ ცეცხლზე ვთუშავთ - დაახლოებით, 5 წუთი. თუშვის პროცესში ვამატებთ ნახევარ ჭიქა წყალს და კარგად ვურევთ. შემდეგ ყველაფერს ერთად ვასხამთ ბლენდერში, ვაბლენდერებთ და ათქვეფილ მასას ისევ იმავე ტაფაზე ვათავსებთ. მასში ვასხამთ ნაღებს, გემოვნებით ვაყრით დაფქულ ნიორს, პილპილს, მარილს და კარგად ვურევთ. როცა  წამოდუღდება (ამას, დაახლოებით, 1 წუთი დასჭირდება), ვასხამთ ღრმა ჯამში და ზემოდან ვაყრით წვრილად დაჭრილ კამას. კერძი მზადაა.

შენიშვნა: სოკოს კრემ-სუფის მომზადებას, დაახლოებით, 8 წუთი დასჭირდება. შეგიძლიათ, მიირთვათ პურის ორცხობილასთან ერთად. ერთი პორციის მომზადება, დაახლოებით, 3.20 ლ დაგიჯდებათ.



ინგრედიენტები

  • ქამა სოკო - 100 გრ
  • ნაღები - 100 გრ
  • ხახვი - 70 გრ
  • კამა - 10 გრ
  • ცოტა ზეთი, წყალი, პილპილი, დაფქული ნიორი, მარილი - გემოვნებით.

გაზიარება
სხვა შეთავაზებები (სულ 103)