კარგად გარეხეთ საქონლის ჩლიქები და ფაშვი, დაჭერით საშუალო ზოის ნაჭრებად, მოათავსეთ ქვაბში, დაასხით წყალი და ხარშეთ 4-5 სთ. ნახარში გაწურეთ საცერში ან მარლაში, დაუმატეთ რძე და ისევ დაასხით მოხარშულ ჩლიქებსა და ფაშვს. ცხელი ხაში ამოიღეთ ღრმა თეფშებზე და გემოვნებისამებრ შეანელეთ დანაყილი ნივრითა და მარილით.