ავტორიზაცია
რეგისტრაცია
ავტორიზაცია
რეგისტრაცია
დაამატე ობიექტი

ქალაქი

დააგემოვნეთ
ობიექტი
ფასიa
b
გაზიარება

თევზის წვნიანი

კერძის აღწერა

გააცალეთ თევზს ქერცლი ( ზედაპირზე საპირისპიროდ მიმართულებით ჩამოუსვით დანა). მოჭერით თავი და ცალკე გადაინახეთ. თევზსხერხემალზე დანა გადაატარეთ და ფილე ამოაჭერით. დაჭეით თევზის ბილობი თანაბარი ზომის კუბებად და ხერხემლის ნაწილი შემოინახეთ. შემდეგ ხერხემალი და თავი 2.5 ლიტრ წყალში მოხარშეთ. თევზის ბულიონს ხარშვისას ზედაპირზე გაჩენილი ქაფი ქაფქირით მოხადეთ. როდესაც ბულიონი მოიხარშება, გადაწურეთ და შეინახეთ თასში მის გამოყენებამდე. გარეცხეთ 100 გ ბრინჯი და 30 წუთით დაალბეთ წყალში. შემდეგ ხელმეორედ გარეცხეთ, რადგან ამ გზით თქვენ ბრინჯს უფრო ადვილად მოხარშავთ. ცალკე გადადეთ. გაფცქვენით კარტოფილი და სტაფილო. დაჭერით წვრილ კუბებად. წყლიან ქვაბში მოაავსეთ 2 კვერცხი და მოხარშეთ.მოხარშული კვერცხი გაფცქვენით და წვრილად დაკეპეთ. ცალკე გადადეთ. ძალიან წვრილად დაჭერით ½ თვი ხახვი და გადადეთ. გაფცქვენით ნიორი და თხლად დაჭერით. თუ ზეთისხილი კურკიანია,ჯერ კურკა გამოაცალეთ, სემდეგ კი თხლად დაჭერით. გადადეთ ცალკე. პამიდროს გადააცალეთ კანი, მოაშორეთ თესლი და ბლენდერში პასტად აქციეთ. გახსოვდეთ, რომ შეგიძლიათ მზა ტომატ-პასტა გამოიყენოთ და ამით დროც დაზოგოთ. დიდ ქვაბში გააცხეეთ ზეითუნის ზეთი, ჩაყარეთ დაჭრილი ხახვი და ნელ ცეცხლზე შეწითლებამდე მოშუშეთ. ქვაბში მოშუშულ ხახვს დაუამტეთ კუბებად დაჭრილი სტაფილო და კარტოფილი. ნელ ცეცხლზე რამდენიმე წუთი შუშეთ. შემდეგ ქვაბში ჩაამატთ დაჭრილი თევზის ფილე, თქვენი გემოვნებით შეაზავეთ მარილითა და შავი პილპილით. ხის კოვზით მოურიეთ, რომ ინგრედიენტები თანაბრად განაწილდეს. დაუმატეთ ნიორი, ხლემეორედ მოურიეთ და მაშინვე ჩაამატეთ ტომატ-პასტა. დაახლოებით 5-6 წუთით უნდა იშუშოს. ბოლოს 1.5 ლიტრი გადანახული ბულიონი დაასხით და აცადეთ წამოსუღება. მერ-ნაკლებად სასურველი რაოდენობის ბულიონი დაამტეთ, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად წვნიანი კერძი გსურთ. წვნიანს გარეცხილი ბრინჯი, დაჭრილი ზეთისხილი და წინაწასრ დამბალი მარილგამოხდილი კაპარი დაუმატეთ. წვნიანი ცელ ცეცხლზე, დაახლოებით კიდევ 25 წუთი უნდა იხარშოს. როცა თჶვზი და ბოსტნეული კარგად მოიხარშება, ცეცხლიდან გადადგით. კერძი თეფშებზე გადაიღეთ და წვრილად დაწღილი ოხრახუშით გააფორმეთ, ზემოდან კი მაგრად მოხარშული, დაკეპილი კვერცხი მოაყარეთ.



ინგრედიენტები

  • ½ კგ თევზი
  • 2.5 ლ წყალი
  • 100 გ ბრინჯი
  • 3 ც სტაფილო
  • 2 ც კვერცხი
  • ½ თავი ხახვი
  • 2 კბილი ნიორი
  • 10 ც ზეთისხილი
  • 3 ც პამიდორი ან 250 გ ტომატ-პასტა
  • 4ს.კ ზეითუნის ზეთი
  • პილპილი და მარილი-გემოვნბით
  • 3ს.კ კაპარი
  • 1ს.კ ოხრახუში

გაზიარება
სხვა შეთავაზებები (სულ 103)