ამსტერდამში მდებარე ბავშვთა რესტორანი "Kinderkookkafe" ერთ-ერთი გამორჩეულია მსოფლიოში . აქ, სტუმრებს ემსახურებიან ძალიან ახალგაზრდა მიმტანები. ასევე ახალგაზრდა მზარეულები ამზადებენ ნებისმიერ კერძს, უფროსი მზარეულის მეთვალყურეობით. "Kinderkookkafé " არის ოჯახური ტიპის რესტორანი. აქ საკვები ეკოლოგიურად სუფთაა და ფასებიც ხელმისაწვდომია. ამ რესტორნის მისიაა ჩამოუყალიბოს ბავშვებს შრომის სიყვარული და დისციპლინა.