კუმისი ცხენის ან აქლემის დადუღებული რძისაგან დამზადებული სასმელია. იგი შუა აზიაში ერთ-ერთი პოპულარული სასმელია. მას ყაზხეთის და მონღოლეთის სტეპის ხალხები ჯერ კიდევ ენეოლითის პერიოდიდან ამზადებენ (5500 წლის წინ).
ჩვეულებრივ, კუმისი რბილი ალკოჰოლური სასმელია, იგი შეიცავს 0,2 %-დან 2,5 %-მდე ეთილის სპირტს. მაგარი ნატურალური კუმისი (მხოლოდ ფაშატის რძისგან დამზადებული) კი შესაძლოა 4,5 %-მდე სპირტს შეიცავდეს.
მომთაბარეები საიდუმლოდ ინახავდნენ კუმისის მომზადების ტექნოლოგიას საუკუნეების განმავლობაში. ჰეროდოტეს წყაროების მიხედვით, სკვითებს იმდენად ეშინოდათ „ინფორმაციის გაჟონვისა“, რომ ისინი აბრმავებდნენ ყველა იმ ადამიანს, ვინც რეცეპტი იცოდა.