დღეს ჩვენს პატარებს შეგვიძლია შევთავაზოთ მოამზადონ ლამაზი და სასარგებლო სადილი. ამისთვის საჭიროა კვერცხი, ბოლოკი, ზეთისხილი და მწვანე ხახვი
მაშ ასე პატარა მზარეულებო ,
უმი კვერცხი უნდა გავრეცხოთ და ვადუღოთ მარილიან წყალში 7-8 წუთის განმავლობაში. შემდეგ უნდა ჩავყაროთ ცივ წყალში და გაცივების შემდეგ გავფცქვნათ. სადილი რომ გალამაზდეს ბოლოკი გავჭრათ სიგრძეზე და მივუმაგროთ თაგუნიას ყურების მსგავსად. ამისთვის საჭიროა კვერცხი ჩავჭრათ პატარაზე. ასევე, ზეთისხილიდან საწრუპით ამოვიღოთ 2 თანაბარი ზომის ბურთულა და დავუმაგროთ თვალების ადგილას . ერთი შედარებით მცირე ზომის კი ცხვირის ადგილას. კუდის ნაცვლად შეგვიძლია გამოვიყენოთ მწვანე ხახვი და ჩვენი თაგუნია უკვე მზად არის.
გისურვებთ წარმატებას