ჩიზქეიქი, როგორც წესი, ნაღების ყველისგან მზადდება და ორი სახის არის – გამომცხვარი და ცხობის გარეშე, ცივად მომზადებული. ჩიზქეიქის ძირი ორივე ვარიანტში ერთნაირია – დაფხვნილი და გამდნარ კარაქში არეული ნამცხვრის თხელი ფენა. ჩვენ შემთხვევაში ნაღების ყველის მაგივრად ახალი, ცხიმიანი ხაჭოა გამოყენებული. თუ ხაჭო სველია, უმჯობესია, რამდენიმე საათით ან მთელი ღამით მოვათავსოთ დოლბანდში, წვრილბადიან საწურზე, რომ სითხისგან დაიწრიტოს. ჩიზეიქი უფრო ნაზი ტექსტურის გამოვა, თუ გაწურულ ხაჭოს საცერში ან იმავე საწურზე გავატარებთ. ამისთვის ხაჭო მცირე ულუფებად უნდა დავყაროთ საცერზე, რომელსაც მოვათავსებთ თასზე და ხელით ან სადილის კოვზით გავსრისოთ.
ჯამური დრო მოსამზადებლად: 2სთ და 30წთ;
გამოდის 12 ნაჭერი ჩიზქეიქი;
კალორიულობა: 664კ.კალ.
ქოლესტერინი: 265მ.გ.
ცხიმები: 58.1გ.
პროტეინი: 9.2გ.
პირველი ეტაპი:
გააცხელეთ ღუმელი 175°-მდე(350F); მრგვალ ყალიბს(22-23სმ) მოაცხეთ ცხიმი და მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი.
მეორე ეტაპი:
მიქსერის გამოყენებით ერთმანეთს შეურიეთ კარაქი, ნაღების ყველი და შაქარი ჰაეროვანი მასის მიღებამდე. სათითაოდ ჩაუმატეთ კვერცხები და თან ნელა ურიეთ(ერთგვაროვანი მასის მიღებამდე). ბოლოს ჩაუმატეთ და კარგად შეურიეთ ნაღები, სიმინდის ფქვილი და ვანილის ექსტრაქტი.
მესამე ეტაპი:
ჩიზქეიქის მასა ჩაასხით ფორმაში და ყალიბის ძირს მოაცვით ალუმინის ფოლგა გარედან(იხ.ფოტო). დიდი დიამეტრის ქვაბში/ტაფაში ჩააფინეთ სამზარეულოს ნესტიანი პირსახოცი და განათავსეთ მასზე ჩიზქეიქიანი ყალიბი. ქვაბში/ტაფაში ჩაასხით იმდენი მდუღარე წყალი, რომ მასში მოთავსებულ ჩიზქეიქის ყალიბს ნახევრამდე მიწვდეს გარედან. დადგით ქვაბი/ტაფა ღუმელის საცხობ დაფაზე ან მის გარეშე შედგით ღუმელში და აცხვეთ მანამ, სანამ ჩიზქეიქის ცენტრიც არ გამყარდება(დაახლოებით 1 საათი). შემდეგ გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე, რასაც ასევე 1 საათი დაჭირდება, და ბოლოს კარგად გააცივეთ მაცივარში თავის ფორმიანად.
ამ უგემრიელესი ჩიზეიქის გამოსაცხობად სასურველია გამოვიყენოთ ისეთი ყალიბი, რომელსაც გვერდები ეხსნება, ანუ რომლის ძირისა და წრის ფორმის განცალკევებაც შესაძლებელია. ასევე დაგვჭირდება დიდი ზომის ქვაბი ან ტაფა, რომელშიც ეს ყალიბი ჩაეტევა.