ავტორიზაცია
რეგისტრაცია
ავტორიზაცია
რეგისტრაცია
დაამატე ობიექტი

ქალაქი

დააგემოვნეთ
ობიექტი
ფასიa
b
გაზიარება

ხაშლამა

კერძის აღწერა

ხორცი დიდ ნაჭრებად დაჭერით, ჩაალაგეთ ქვაბში, დაასხით ცხელი წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე. გადაუწურეთ წყალი, დაასხით ახალი, ჩაამატეთ ქვაბში ხახვის თავი, ორად გაჭრილი. მიიყვანეთ ადუღებამდე და მოხადეთ თავზე მოკიდებული ქაფი. შემდეგ ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 1 საათი. ამ დროის გასვლის შემდეგ ჩაამატეთ დაფნა, ნივრის კბილები, მარილი და პილპილის მარცვლები. დააფარეთ და ხარშეთ კიდევ 40-50 წუთი, სანამ ხორცი ძალიან არ დარბილდება. ამოიღეთ თეფშზე ცოტაოდენ ბულიონთან ერთად, მოაყარეთ ახალი მწვანილი და მიირთვით



ინგრედიენტები

  • ნიორი - 2 კბილი
  • ხახვი - 1 დიდი თავი
  • დაფნის ფოთოლი - 2 ცალი
  • საქონლის ხორცი - 1 კგ
  • პილპილი - 6-10 მარცვალი
  • მარილი

გაზიარება
სხვა შეთავაზებები (სულ 103)