ხორცის საკეპ მანქანაში გაატარეთ მწვანე ტკბილი ბულგარული და ცხარე წიწაკა (მწვანე) ქინძთან, ოხრახუშსა და ნიახურთან ერთად. ასევე გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში ცერეცო და ნიორი. დაამატეთ დანაყილი ქინძის თესლი, ღვინის ძმარი, მარილი და კარგად ავურიოთ. მიღებული მასა მოათავსეთ ქილაში ისე, რომ 3/4 შეავსოს. მოაკარით თავი და შეინახეთ მშრალ, გრილ ადგილას.
სასურველია ამ ტიპის აჯიკა მოამზადოთ ოქტომბრის თვეში. აჯიკის მომზადება შეიძლება უფრო მცირე ოდენობით იგივე პროპორციების შენარჩუნებისას.