მომზადებული, გარეცხილი მსხვილი კალმახი დავჭრათ, მოვაყაროთ მარილი, ამოვავლოთ ფქვილში, ან ორცხობილას ფხვნილში და შევწვათ ორივე მხრიდან. გადავიტანოთ სინზე.
გამოვწუროთ ბროწეული, დავამატოთ დანაყილი ნიგოზი, ნიორი, მარილი, ქინძი, წიწაკა, წვრილად დაჭრილი ხახვი და გადავურიოთ. მომზადებული სოუსი მოვასხათ კალმახს.