დაჭერით ხორცი და გაატარეთ ხახვთან ერთად. დაუმატეთ მარილი, მსხვილად დაფქვილი წითელი წიწაკა, ძირა, იმდენი წყალი, რამდენსაც შეიწოვს და კარგად მოზილეთ. პურის ფქვილი მოაგროვეთ გორაკად, შუა ადგილზე ჩააღრმავეთ და ჩაასხით მარილიანი წყალი. მოზილეთ მაგარი ცომი. დადეთ ცომი დაახლოებით 20 წუთი. გააბრტყელეთ ცომი, ჭიქით გამოჭერით მრგვალ ნაჭრებად. გამოჭრილი ნაჭრები გააბრტყელეთ თხელ ფენებად, დაადეთ ერთი სუფრის კოვზი ფარში, გაუკეთეთ ნაკეცები, მოუგრიხეთ თავი და ფრთხილად დატკეპნეთ. ჩაყარეთ ადუღებულ მარილიან წყალში და მოხარშეთ. დროდადრო აურიეთ, რომ ქვაბის ძირს არ მიეკრას. როდესაც ხინკალი ამოტივტივდება, მზად არის.