სოუსის მოსამზადებლად გავატაროთ ხორცი და ბოსტნეული, მოვათავსოთ ქვაბში, დავუმატოთ ცოტაოდენი კარაქი და მოვთუშოთ ნელ ცეცხლზე სანამ ყავისფერს არ მიიღებს, შემდეგ დავუმატოთ ღვინო და წყალი. ბოლოს ტომატი, მარილი და პილპილი. მოვურიოთ. სოუსი არ უნდა ეკრობოდეს კედელს. მოვხარშოთ „ტალიატელე“, გადავწუროთ და შევაზავოთ სოუსით, სუფრაზე მიტანის წინ მოვაყაროთ გახეხილი პარმეზანი.