ავტორიზაცია
რეგისტრაცია
ავტორიზაცია
რეგისტრაცია
დაამატე ობიექტი

ქალაქი

დააგემოვნეთ
ობიექტი
ფასიa
b
გაზიარება

ქათმის ფრთები

კერძის აღწერა

ერთმანეთში შევურიოთ სოიოს სოუსი, თაფლი, ზეთი, წიწაკა და მარილი. ეს სოუსი მოვასხათ გასუფთავებულ ფრთებს და გავაჩეროთ მაცივარში მინიმუმ 1 საათი. შეგვიძლია შევწვათ ტაფაზე, ან ღუმელში. თუ ღუმელში შევწვავთ (და ეს უკეთესი მეთოდია), მარინადიც უნდა მოვასხათ, შეწვისას კი გამოშვებული წვენი ხშირ-ხშირად ვასხათ ზემოდან, რომ ხორცი არ გამოშრეს და კარგად დაიბრაწოს. ტაფაზე შეწვისას, ცოტა ზეთში შევწვათ ჯერ ერთი მხრიდან, ხოლო ამობრუნების შემდეგ, მარინადიც დავასხათ ზემოდან და გავაგრძელოთ ხორცის შეწვა სრულ მომზადებამდე.



ინგრედიენტები

  • 4 ცალი ქათმის ფრთა
  • 2 ს.კ სოიოს სოუსი
  • 1/2 ჩ.კ თაფლი
  • ნივრის პატარა კბილი
  • ½ ჩ.კ ხმელი ქონდარი
  • წითელი წიწაკა, მსხვილად დაფქული
  • მარილი
  • 1 ს.კ ზეითუნის ზეთი

გაზიარება
სხვა შეთავაზებები (სულ 103)