ავტორიზაცია
რეგისტრაცია
ავტორიზაცია
რეგისტრაცია
დაამატე ობიექტი

ქალაქი

დააგემოვნეთ
ობიექტი
ფასიa
b
გაზიარება

ბიფ სტროგანოვი

კერძის აღწერა

საქონლის ხორცი თხელ ფირფიტებად დაჭერით და დაბეგვეთ. შემდეგ მოგრძო ზოლებად დაჭერით. ტაფაზე დაადნეთ კარაქი,მოშუშეთ მასში წვრილად დაჭრილი ხახვი, დააყარეთ ხორცის ნაჭრები და შებრაწეთ სწრაფ ცეცხლზე. შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ და ხორცი თავისივე წვენში მოშუშეთ. თუ წვენი დაიშრო და ხორცი ჯერ კიდევ მაგარია,წყალი დაამატეთ ცოტა. ხორცი რომ მზად იქნება, დაამატეთ დაჭრილი ქამა სოკო და მობრაწეთ. ჩაამატეთ პამიდვრის საწებელი ან ტომატ-პასტა და განაგრძეთ შუშვა. მოაყარეთ ფქვილი და კარგად ამოურიეთ, შემდეგ არაჟანი დაამატეთ, წამოადუღეტ და დაბალ ცეცხლზე შუშეთ სანამ შესქელდება. შეაზავეთ მარილით, პილპილით, წიწაკით. მიირთვით შემწვარ ან მოხარშულ კარტოფილტან ერთად.



ინგრედიენტები

  • 500 გ საქონლის მჭლე ხორცი
  • 250-300 გ ქამა სოკო
  • 200-250 გ არაჟანი
  • 1ს.კ ფქვილი
  • 1 ხახვი
  • 2 ს.კ კარაქი
  • ცოტა ტომატ-პასტა ან სახლის პამიდვრის საწებელი
  • წითელი წიწაკა
  • მარილი, შავი პილპილი

გაზიარება
სხვა შეთავაზებები (სულ 103)