ავტორიზაცია
რეგისტრაცია
ავტორიზაცია
რეგისტრაცია
დაამატე ობიექტი

ქალაქი

დააგემოვნეთ
ობიექტი
ფასიa
b
გაზიარება

გოგრის კრემ-სუპი

კერძის აღწერა

ხახვი დავჭრათ წვრილად და მოვთუშოთ კარაქში (შეგიძლიათ ზეთშიც, როგორც მეტად გიყვართ). დავუმატოთ დაჭრილი ან გახეხილი სტაფილო, ცოტა მოვთუშოთ და შემდეგ დავუმატოთ დაჭრილი კარტოფილი და გოგრა. ესეც ცოტა მოვთუშოთ, მაგრამ არ უნდა შევწვათ. შემდეგ დავუმატოთ წყალი, ისე რომ კარგად ფარავდეს ბოსტნეულს და მოვხარშოთ. ასევე, წყლის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ქათმის ბულიონი. როცა ბოსტნეული მოიხარშება, დავუმატოთ გახეხილი ჯინჯერი, მარილი და დავაბლენდეროთ.  ბოლოს ვუმატებთ ნაღებს, მიგვყავს ადუღებამდე და გამოვრთავთ ქურას. გოგრის კრემ-სუპი მზადაა.

მირთმევის წინ მოვაყაროთ ცოტაოდენი გოგრის თესლები და წიწაკის მიქსი. ძალიან უხდება კრუტონები.

შენიშვნა: გოგრა შეგიძლიათ წინასწარ მოხარშოთ ან ღუმელში გამოაცხოთ. ამ შემთხვევაში, კარტოფილს თუშავთ ხახვთან და სტაფილოსთან ერთად, ხოლო გოგრას მერე უმატებთ, წყალთან ერთად და ვხარშავთ.



ინგრედიენტები

  • 500 გ გოგრა
  • 2-3 საშუალო ზომის კარტოფილი
  • 1 სტაფილო
  • 1 თავი ხახვი
  • ნახევარი ჩ.კ. გახეხილი ჯინჯერი
  • 20 გ კარაქი
  • 200 მლ ნაღები
  • მარილი
  • წიწაკების მიქსი
  • 100გ გარჩეული გოგრის თესლი

გაზიარება
სხვა შეთავაზებები (სულ 103)