ავტორიზაცია
რეგისტრაცია
ავტორიზაცია
რეგისტრაცია
დაამატე ობიექტი

ქალაქი

დააგემოვნეთ
ობიექტი
ფასიa
b
გაზიარება

ჩიზბურგერი

კერძის აღწერა

თუ ფარში მაცივარში გაქვთ, გამოიღეთ და გააჩერეთ დაახლოებით 1 საათი, რომ ოთახის ტემპერატურას მიუახლოვდეს. კარგად მოზილეთ, დაუმატეთ სტეიკის სანელებელი (ან მსხვილად დაფქული პილპილი და მარილი). დაუმატეთ კვერცხი და კარგად მოზილეთ. შემდეგ დაუმატეთ სტეიკის სოუსი და Worchestershire სოუსი. მასა უნდა იყოს კარგად შეკრული და არ იშლებოდეს. მასა გაყავით 2, მაქსიმუმ 3 ნაწილად. დაამრგვალეთ თითოეული ნაწილი ბურთივით. გააცხელეთ გრილი (თუ არ გაქვთ ელექტრო ან ჩვეულებრივი გრილი, შეგიძლიათ გამოიყენოთ გრილის ტაფა). ცოტა ზეითუნის ზეთი დაისხით ხელის გულზე, მეორე ხელის გულით შეიზილეთ და ისე აიღეთ ხორცის "გუნდა". გააბრტყელეთ, თუმცა, ძალიან - არა. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ შეწვის დროს ხორცი შეიკუმშება და სიმაღლეშიც მოიმატებს. სამივე ნაჭერი დააწყვეთ გრილზე და 3 წუთის მანძილზე არ შეეხოთ! შემდეგ ამოაბრუნეთ და 3-4 წუთის მანძილზე შეწვით მეორე მხარეს. ამასობაში, ფუნთუშა გაჭერით შუაზე და გაათბეთ (ტოსტერში, ღუმელში, ა.შ.). ქვედა ნაწილზე, თქვენი სურვილისამებრ, წაუსვით ან დიჟონის მდოგვი, ან კარაქი ან ცოტა მაიონეზი. შემდეგ დადეთ სალათის ფურცელი, შემდეგ შემწვარი ხორცი, ყველის ნაჭერი, პამიდორის ნაჭერი და ზემოდან ფუნთუშა. ასევე, გვერდზე შეგიძლიათ შემოუწყოთ კიტრის მწნილი.



ინგრედიენტები

  • ხორცი
  • პომიდორი
  • კიტრი
  • მჟავე კიტრი
  • ხახვი
  • აიზბერგი
  • ყველი ჩედარი
  • სპეც სოუსი
  • კარტოდილი ფრი
  • კეჩუპი
  • ყველის სოუსი

გაზიარება
სხვა შეთავაზებები (სულ 103)