ავტორიზაცია
რეგისტრაცია
ავტორიზაცია
რეგისტრაცია
დაამატე ობიექტი

ქალაქი

დააგემოვნეთ
ობიექტი
ფასიa
b
გაზიარება

სუპ-ხარჩო

კერძის აღწერა

ხორცი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, გავრეცხოთ და მოვათავსოთ ქვაბში. დავასხათ წყალი იმდენი რომ გაივსოს ქვაბის ორი/მესამედი და შემოვდგათ ცეცხლზე (ხარშვის დროს მოვხადოთ ქაფი). სანამ ხორცი იხარშება ხახვი დავჭრათ წვრილად. ქინძი დავჭრათ წვრილად. ოხრახუში დავჭრათ წვრილად. ნიორი გადავატაროთ ნიორსაჭყლეტში. ხორცი რომ მოიხარშება დაუმატოთ გარეცხილი ბრინჯი, წვრილად დაჭრილი ხახვი, დაჭყლეტილი ნიორი, დაჭრილი მწვანილების ნახევარი და ვხარშოთ კიდევ 15-20 წუთი დაბალ ცეცხლზე. დაუმატოთ პამიდვრის პასტა, დაფქული წიწაკა, ყვითელი ყვავილის სუნელი, უცხო სუნელი, ხმელი ქინძის სუნელი და ვხარშოთ კიდევ 5 წუთი. დაუმატოთ მარილი გემოვნებით, მწვანილის დარჩენილი ნახევარი, ამოურიოთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან. მომზადებული კერძი გადმოვიღოთ ლანგარზე და მივირთვად ცხლად.



ინგრედიენტები

  • 1 კილოგრამი საქონლის ხორცი (მჭლე)
  • 200 გრამი ბრინჯი
  • 5 ცალი ხახვი
  • 15 გრამი ქინძი
  • 15 გრამი ოხრახუში
  • 3 კბილი ნიორი
  • 2 სუფრის კოვზი პამიდვრის პასტა
  • 1 ჩაის კოვზი წიწაკა დაფქული
  • 1 ჩაის კოვზი ყვითელი ყვავილის სუნელი
  • 1 ჩაის კოვზი უცხო სუნელი
  • 1 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი
  • გემოვნებით მარილი

გაზიარება
სხვა შეთავაზებები (სულ 103)