კარგად მოხარშული, ხორცის რბილი ნაჭერი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ ერბოში შეწითლებამდე და დავაყაროთ ფარშს. წინასწარ ბულიონში გავხსნათ მარილი, შავი პილპილი და დავამატოთ ფარშს იმდენი, რომ მასა რბილი გამოვიდეს. მიღებული მასა ვშუშოთ 5-10 წუთი, გადმოვდგათ და გავაციოთ. კვერცხი კარგად ავთქვიფოთ და დავასხათ რძე ან წყალი და მანამდე ვთქვიფოთ სანამ არ აქაფთება, დავამატოთ იმდენი ფქვილი, რომ მივიღოთ არაჟნის სისქის მასა ცხელ ტაფას წავუსვათ ზეთი(ტაფა უნდა იყოს პატარა ზომის და სახელურიანი) და ჩამჩით დავასხათ ბლინის ცომი, როცა ზედაპირი მოშრება, გადმოვიღოთ ბლინი. ხშირად პირველი ბლინი არ გამოდის კარგი, თანდათან მიხვდებით როგორი სისქის უნდა იყოს დანარჩენი ბლინები. ბლინს დავადოთ გამზადებული მასა(ფარში)და ტოლმასავით შევახვიოთ. სუფრაზე მიტანის წინ ბლინებიუნდა შევწვათ გაცხელებულ, ზეთიან ტაფაზე.
ცომისთვის