b
ავტორიზაცია
რეგისტრაცია
ავტორიზაცია
რეგისტრაცია
დაამატე ობიექტი

ქალაქი

გაზიარება
გურმანებისთვის - ბლოგი ფინქეიქზე

მზარეული - საჭმლის მომზადების ოსტატია, კარგი მზარეული კი ნამდვილი შემოქმედია, რომელსაც თავისი შექმნილი კერძით ადამიანებისათვის სიამოვნების მინიჭება შეუძლია.

სამზარეულოში ფუსფუსი და გემრიელი კერძების მომზადება ყოველთვის ძალიან მინდოდა, თუმცა გადატვირთული გრაფიკის გამო ამას თითქმის ვერასდროს ვახერხებ. სამსახურიდან შინ დაბრუნებული, დაღლილ-დაქანცული და მშიერი, რაიმე ნახევარფაბრიკატს 5 წუთში მოვიმზადებ, მივირთმევ, შემდეგ კი, თუ მცირე თავისუფალ დროს გამოვნახავ, ტელევიზორთან მოვიკალათებ და სამზარეულოსთან დაკავშირებულ ჩემს ოცნებებს კულინარული გადაცემებისა და შოუების ცქერით ვიკმაყოფილებ.

ალბათ გამონაკლისი არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ ზოგიერთი ინგრედიენტის სახელიც კი პირველად მესმის, ზოგი კი - გამიგია, მაგრამ თვალით არასდროს მინახავს. თუმცა ხშირად ასეც ხდება - აიღებენ ჩვეულებრივ, ჩემთვის კარგად ნაცნობ პროდუქტებს და სრულიად ახალი ფორმითა და კომბინაციით არაჩვეულებრივ კულინარულ შედევრად აქცევენ - პირდაპირ ხელები მოგექავება, სამზარეულოში შებზრიალება და რამე გემრიელი "გემოების შეთამაშება" მოგინდება.

იმისათვის, რომ გემრიელად ამზადებედე, ვფიქრობ, სულაც არ არის აუცილებელი სპეციალური პროფესიული განათლება. ეს ის სფეროა, სადაც უზარმაზარ როლს საკუთარი გამოცდილება, გემოვნება და ხასიათი თამაშობს. "კარგი მზარეული - ეს ბევრი ხასიათი, ფანტაზია და გრძნობააო“ - სადღაც ამოვიკითხე, ამიტომ გავბედე და ერთხელაც, თავისუფალ დროს, ვცადე კერძის მომზადება.  ვერ დავიტრაბახებ საკუთრი მდიდარი გამოცდილებით, ამიტომ ინტერნეტს ჩავუჯექი. დიახ, ძალიან დამეხმარა. კულინარიის შესახებ ბევრი საბაზისო, ძირეული საკითხი გავარკვიე სხვადასხვა ბლოგებიდან თუ სტატიებიდან. სწორედ მათი ავტორების დამსახურებით გამომივიდა არც თუ ისე ურიგო კერძი და არც ოჯახი დარჩა მშიერი.

თუ ამ სტატიის სათაურმა თქვენი ყურადღება მიიპყრო, დარწმუნებული ვარ, თქვენც გაქვთ საკუთრი უნიკალური, საყვარელი, "საფირმო" რეცეპტი, რომელსაც სიამოვნებით გაუზიარებთ ჩემსავით გამოუცდელ და ახალბედა თუ გამოცდილ და გამობრძმედილ დიასახლისებს, ქალბატონებსა და მამაკაცებს, რომლებსაც გემრიელად მომზადების სურვილი აქვთ. ამისათვის ფინქეიქი ძალიან მარტივი და მოსახერხებელი საშუალებაა. საიტზე სტატიების გამოქვეყნება შენი პირადი ანგარიშიდან არის შესაძლებელი. გთავაზობთ მცირე ინსტრუქციას: 

 

  • ავტორიზაციის გავლის შემდეგ, მარჯვენა ზედა კუთხეში, მომხმარებლის სახელთან გამოტანილ მენიუში აირჩიეთ „პროფილი“, შემდეგ კი - ჩემი სტატიები.

 

 

 

  • დააჭირეთ ღილაკს „სტატიის დამატება“.

 

 

  • გამოტანილ ველებში მიუთითეთ: სათაური, მოკლე ტექსტი - რას ეხება თქვენი სტატია, სრული ტექსტი, სასურველი ფოტო, კატეგორიის ჩამოსაშლელი გრაფიდან მონიშნეთ ფინქეიქის შემოთავაზებული თემებიდან ერთი ან რამდენიმე. სტატიას შეგიძლიათ დაურთოთ ვიდეოც - მიუთითეთ ლინკი იუთუბიდან ან სხვა პლატფორმიდან URL-ის გრაფაში:

 

ღილაკი „დამახსოვრება“ შეინახავს შევსებულ ინფორმაციას თქვენს პროფილში, რომელიც მოგვიანებით შეგიძლიათ დაასრულოთ ან დაარედაქტიროთ,
"გაგზავნის" ღილაკაზე დაჭერით კი თქვენი სტატია გაიგზავნება მოდერაციისთვის. ფინქეიქის ადმინისტრაცია უმოკლეს დროში გაუწევს მოდერაციას და გამოაქვეყნებს თქვენს სტატიას. ამის შესახებ ინფორმაციას მიიღებთ რეგისტრაციისას მითითებულ ელფოსტაზე, სტატიის ბმულთან ერთად.

 

სხვა სტატიები (სულ 21)