ავტორიზაცია
რეგისტრაცია
ავტორიზაცია
რეგისტრაცია
დაამატე ობიექტი

ქალაქი

დააგემოვნეთ
ობიექტი
ფასიa
b
გაზიარება

მადამ ბოვარი

კერძის აღწერა

კარტოფილი უნდა იყოს წინასწარ მოხარშული ან თუნდაც შემწვარი. მაგალითად, თუ წინა სადილიდან შემწვარი კარტოფილი დაგრჩათ, გამოიყენეთ ამ კერძში.

თუ საქონლის ან ღორის ფარშით აკეთებთ, წინასწარ მოშუშეთ ცხელ ტაფაზე წვრილად დაჭრილ ხახვთან ერთად. დაამატეთ მარილი და პილპილი. თუ ქათმის ფილეთი აკეთებთ, მთლიანი ფილე შეწვით ან მოხარშეთ და შემდეგ დაჭერით.

თხლად დაჭერით ბულგარული წიწაკა და ხახვიც. წიწაკა თუ არ გიყვართ, შეგიძლიათ გამოტოვოთ. მაიონეზს დაამატეთ გაჭყლეტილი 1 კბილი ნიორი და წიწაკა. როგორც უკვე ვთქვით, შეგიძლიათ ნაწილობრივ ან მთლიანად ჩაანაცვლოთ არაჟნით. ცეცხლგამძლე ფორმას წაუსვით ცხიმი. ჯერ დაალაგეთ დაჭრილი კარტოფილი, შემდეგ ფარში ან ქათმის ფილე, შემდეგ დაჭრილი ბულგარული და თხლად დაჭრილი ხახვი .

ფარშის გამოყენების შემთხვევაში ხახვი მასვე ემატება, ფილეს გამოყენების დროს კი ცალკე ფენად ემატება წიწაკასთან ერთად. შემდეგ გაანაწილეთ წვრილად დაჭრილი მოხარშული კვერცხი, მოაყარეთ გახეხილი ყველი და მოასხით მაიონეზი. კარგად გაანაწილეთ მთელ ზედაპირზე. შედგით ღუმელში 200 გრადუსზე 15-20 წუთით.

კერძს შეიძლება ერთ ფენად დაემატოს რგოლებად დაჭრილი პომიდორიც.



ინგრედიენტები

  • კარტოფილი - 1 კგ
  • ტკბილი წიწაკა, წითელი - 100 გ
  • კვერცხი - 2 ც
  • სულგუნი - 200 გ
  • მაიონეზი - 200 გ
  • საქონლის ხორცის ფარში - 500 გ
  • ხახვი - 100 გ
  • მარილი
  • ნიორი - 20 გ
  • წითელი წიწაკა, დაფქული - გემოვნებით
  • შავი პილპილი

გაზიარება
სხვა შეთავაზებები (სულ 103)