ავტორიზაცია
რეგისტრაცია
ავტორიზაცია
რეგისტრაცია
დაამატე ობიექტი

ქალაქი

დააგემოვნეთ
ობიექტი
ფასიa
b
გაზიარება

ხინკალი კარტოფილის

კერძის აღწერა

გულსართი: მოხარშეთ კარტოფილი, გაფცქვენით და გაატაეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაამატეთ წვრილად დაჭრილი მოშუშული ხახვი, პილპილი, მარილი და აურიეთ.

ცომი: ჯამში გააკეთეთ ფქვილის გორა, მოაყარეთ მარილი, ჩაასხით 0.4 ლიტრი ნელთბილი წყალი და მოზილეთ მაგარი ცომი.

გააბრტყელეთ ცომი თხელ ფენად, დაჭერით მრგვალად. ცომის ყოველ ნაჭერს დადეთ 1 ჩ.კ. კარტოფილის გულსართი და მოახვიეთ. მოზრდილი ქვაბით აადუღეთ წყალი, ჩაამატეთ მარილი და მდუღარეში ჩაყარეთ ხინკალი, ფრთხილად მოურიეთ ხის კოვზით, რომ არ მიიკრას. ადუღეთ 5-7 წუთი და ამოიღეთ გაშლილ ლანგარზე.



ინგრედიენტები

  • 1 კგ ფქვილი
  • 1 კგ კარტოფილი
  • 1 თავი ხახვი
  • მცენარეულ იცხიმი
  • პილპილი, მარილი

გაზიარება
სხვა შეთავაზებები (სულ 103)